"უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე" - კვირის პალიტრა

"უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე"

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსულ ენას აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რაიონში რეგიონული ენის სტატუსი ენიჭება. ამას ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ოპოზიციის აქტივისტები კიევში "უკრაინის სახლთან" შეიკრიბნენ, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს პრესკონფერენცია უნდა გაემართა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს. პროტესტი სპეცრაზმ "ბერკუტთან" შეტაკებითა და აქციის დარბევით დასრულდა. ათეულობით მოქალაქე დააპატიმრეს. თუმცა, იანუკოვიჩის პრესკონფერენცია ჩაიშალა. უმაღლესი რადას გადაწყვეტილების შემდეგ, წამყვანმა უკრაინულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ახალ კამპანიას  - "უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე" იწყებენ.