"ფუკუსიმას" საქმე - კვირის პალიტრა

"ფუკუსიმას" საქმე

იაპონიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2011 წლის მარტში ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის გამოძიება დაასრულა. კომისიის დასკვნით, ავარია ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია. კერძოდ, კრიტიკულ ვითარებაში სადგურის ოპერატორი კომპანია "ტეპკოსა" და სამთავრობო სააგენტოების ჩინოსნები უპასუხისმგებლოდ მოქმედებდნენ. დოკუმენტში ისიც არის ნათქვამი, რომ "ფუკუსიმა" ისეთ მდგომარეობაში იყო, ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებდა. კომისია მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა საფრთხის შესახებ მოსახლეობა დროულად არ გააფრთხილეს, რამაც მოქალაქეები დააზარალა. "ფუკუსიმა-1"-ზე ავარია 2011 წლის მარტში მიწისძვრისას მოხდა.