წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში წყალდიდობამ 78 კაცი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი გელენჯიკში, ნოვოროსიისკსა და კრიმსკშია, სადაც ქალაქი ნახევრად წყალში იყო ჩაძირული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. 7 ათასმა კაცმა წყალდიდობის გამო სახლ-კარი მიატოვა. რუსული მედია იუწყება, რომ ზოგჯერ მაშველები რეაგირებას აგვიანებდნენ.