ქლორმა 80-მდე კაცი მოწამლა - კვირის პალიტრა

ქლორმა 80-მდე კაცი მოწამლა

ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის გამო 80-მდე კაცი მოიწამლა. ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც იქვე, გაჩერებასთან, ავტობუსი ჩამოდგა. ავტობუსის მგზავრებთან ერთად მოიწამლნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი, ხილის გამყიდველები, მაშველები და ჟურნალისტები. მძიმე მდგომარეობაშია 18 წლის ლაშა ნარიმანიძე. მომხდარის გამო დააკავეს შპს "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი. სწორედ "კრისტალი" აწვდიდა ქლორს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს". დაუთაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომლის დროსაც პატიმრობა შეეფარდა, განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება თბილისის წყალმომარაგებას საფრთხეს შეუქმნის, რადგან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ქლორს მხოლოდ "კრისტალი" აწვდიდა. ეს კატეგორიულად უარყო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).