პენსია 5 ლარით გაიზრდება (?!) - კვირის პალიტრა

პენსია 5 ლარით გაიზრდება (?!)

ასაკით პენსიონერები და ინვალიდები 1-ელი ნოემბრიდან 5 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.

ასაკით პენსიის მინიმალური ოდენობა 75 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 75 ლარის ნაცვლად 80 ლარს მიიღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 65 ლარის ნაცვლად 70 ლარს.

ნოემბერში საპენსიო უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 71 მილიონი ლარი დაიხარჯება.