კუზანაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კუზანაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს

სამბოში მსოფლიოს ერთგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სპორტსმენი "ქართულ ოცნებაში" გაწევრდა, სამი დღის შემდეგ კი მას ფონდმა "ქართუმ" 10 ათასი დოლარის ოდენობის პრემია ჩაურიცხა. აუდიტის სამსახურმა ეს საეჭვოდ მიიჩნია და მასალა პროკურატურას გადაუგზავნა. თავად სპორტსმენი კი აცხადებს, რომ რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, მისთვის თანხის ჩარიცხვას ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ გაასაღებს, რადგან ფონდიდან დახმარებას წლების განმავლობაში იღებდა. კუზანაშვილის თქმით, თუ მისთვის ჩარიცხული თანხებით დაინტერესდებიან, მაშინ ხელისუფლება იმითაც უნდა დაინტერესდეს, რატომ სარგებლობენ "ქართუს" დახმარებით ძიუდოში ევროპის ჩემპიონი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაზა კედელაშვილი ან კრივის ფედერაცია, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს (ვრცლად იხ. გვ. 8).