"ბურჯი" დააყადაღეს - კვირის პალიტრა

"ბურჯი" დააყადაღეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (ყოფილი კონტროლის პალატა) შპს "ბურჯის" ქონება და ანგარიშები დააყადაღა, სასამართლომ კი კომპანიას 8.644.640 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, შპს "ბურჯი" უკანონო მომსახურებას უწევდა "ქართულ ოცნებას". აუდიტის სამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს ""ბურჯი"" დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში და საქართველოში მისი უშუალო ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია.

შპს "ბურჯის" წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურმა კომპანია გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე დააჯარიმა. (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).