"არჩევნები ინდიკატორი იქნება" - კვირის პალიტრა

"არჩევნები ინდიკატორი იქნება"

"საქართველო რეგიონში სხვა ქვეყნებისათვის მაგალითია", - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, რომლის განცხადებით, საქართველომ მოდერნიზაციისა და რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწია, შეიქმნა ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ხელსაყრელი ბიზნესგარემო იყოს. რაც მეტი რეფორმა გატარდება საქართველოში, მით მეტი მხარდაჭერა ექნება ევროკავშირისგან. რომპეის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. "სამართლიანი არჩევნები ლეგიტიმური შედეგების ფუნდამენტური პრინციპია", - დასძინა რომპეიმ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).