მთავრობა დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

მთავრობა დაამტკიცეს

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ მინისტრთა განახლებულ კაბინეტსა და პროგრამას "მეტი სარგებელი ხალხს" ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გახდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც შს მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ შეცვალა. თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი გახდა; განათლების უწყებას გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად  დაინიშნა დალი ხომერიკი, რომელმაც კობა სუბელიანი შეცვალა. გარდა ამისა, შეიქმნება დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც სათავეში პაატა ტრაპაიძე ჩაუდგა. ცვლილებაა ქვედა რგოლებშიც. მაგალითად, დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შსს კი რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ დატოვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).