დებატები სტრასბურგში - კვირის პალიტრა

დებატები სტრასბურგში

სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში არსებული მდგომარეობის თაობაზე  დებატები გაიმართა. დეპუტატებმა ისაუბრეს იმაზე, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება, ბევრ კითხვას აჩენს მედიის მონოპოლიზებასთან დაკავშირებული და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ სახელმწიფო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო რესურსების გამოყენება. სხდომაზე ბიძინა ივანიშვილიც გააკრიტიკეს. "ქართული ოცნების" ლიდერის რუსეთთან კავშირზე, ძირითადად, ევროპის„სახალხო პარტია-კონსერვატორების (ამ ორგანიზაციის წევრია "ნაციონალური მოძრაობა") დეპუტატებმა ილაპარაკეს.

დებატებს საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლების წევრებმა ყურადღება მხოლოდ დებატების„ივანიშვილის ეპიზოდზე გაამახვილეს,„"ქართულმა ოცნებამ" კი ხელისუფლება მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვაში დაადანაშაულა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).