წმინდა სინოდის განჩინება - კვირის პალიტრა

წმინდა სინოდის განჩინება

გასულ კვირას გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომლის განჩინებით, სასურველია, ხელისუფლებამ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საშუალება დაუშვას. "წმინდა სინოდი აცხადებს, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი  ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ Uშესაძლებელია, დაუშვას, ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები"", - აღნიშნულია განჩინებაში. წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

"ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი", - განაცხადა სინოდის სხდომის შემდეგ გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ (ვრცლად იხ. გვ. 5,11, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).