"ერთმანეთის დახმარებით საქართველო გადარჩება" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთის დახმარებით საქართველო გადარჩება"

"ერთმანეთის დახმარებით საქართველო გადარჩება, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

"წმინდა იოანე ნათლისმცემელი დიდი მოღვაწე და მლოცველი იყო. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? როგორ ვცხოვრობთ? სად არის ჩვენი სულიერი ცხოვრება? ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ მართლმადიდებლები, მოღვაწეები, სინამდვილეში ძალიან შორს ვდგავართ სულიერი ცხოვრებისგან. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ იმდენად მოწყალეა უფალი, რომ უფლის სიყვარული და წყალობა ფარავს ჩვენს ცოდვებს და იგი შეგვინდობს. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, თუ გვინდა ცხოვრება, თუ გვინდა საქართველოს გადარჩენა", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).