თბილისი უბნებად დაიყოფა - კვირის პალიტრა

თბილისი უბნებად დაიყოფა

თბილისის მასშტაბით არსებულ ექვს რაიონულ გამგეობაში 30 ტერიტორიული ერთეული შეიქმნება. თითოეულ ტერიტორიულ ერთეულს გამგებლის

წარმომადგენელი უხელმძღვანელებს,  რომელიც კონკრეტულად იმ უბნის მცხოვრები იქნება და უშუალოდ რაიონის გამგებელს დაექვემდებარება. გამგებლის წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომებს დაესწრებიან და თავ-თავიანთი უბნების პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

მერიის ინფორმაციით, პროექტი მომსახურების გამარტივებას ისახავს მიზნად, რათა მოქალაქეებს თავიანთივე უბანში მარტივად და დროულად გაუწიონ სოციალური, იურიდიული თუ სხვა მუნიციპალური მომსახურება. გამგებლის წარმომადგენელს თვეში 1.600 ლარი ხელფასი ექნება, ხოლო მის მოადგილეს - 1.100 ლარი. ლეიბორისტული პარტია'' თბილისის რაიონების უბნებად დაყოფის ფაქტს აპროტესტებს და ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უკეთესად გაყალბების ხერხად მიიჩნევს.