სირიაში 200 კაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

სირიაში 200 კაცი მოკლეს

სირიაში პრეზიდენტ ბასარ ასადის ჯარებმა მორიგი სასაკლაო მოაწყვეს. კერძოდ, ქალაქი ტრემსეხი, სადაც ოპოზიცია იყო გამაგრებული, არტილერიით და თვითმფრინავებით სასტიკად დაბომბეს. შემდეგ ქალაქში ჯარისკაცები და მოხალისეები - "შაბიხები" შევიდნენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. 200 მოკლულში დაახლოებით ნახევარი ქალი და ბავშვია. სირიის მთავრობის განცხადებით, ტრემსეხის მოსახლეობა ტერორისტებმა ამოჟლიტეს(?!).