შეტევა "მაესტროზე" - კვირის პალიტრა

შეტევა "მაესტროზე"

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენები დააყადაღა. მოტივად ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე დაწყებული გამოძიება დასახელდა. სამართალდამცველთა მტკიცებით, "მაესტროს" სატელიტური ანტენები, რომლის დარიგებასაც ტელეკომპანია გეგმავდა, მას კი არა, "გლობალ ტვ"-ის ეკუთვნოდა და ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხდებოდა. ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელები სამართალდამცველების ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ და თავისუფალ სიტყვაზე შეტევაში სდებენ ბრალს. არხის ჟურნალისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაც გამართეს, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე)