"ნაციონალური დეკლარაცია" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური დეკლარაცია"

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებს დეკლარაციის ხელმოწერას სთავაზობს, რომელშიც წინასაარჩევნო ქცევის წესებია ჩამოყალიბებული. დეკლარაცია 4 პუნქტისგან შედეგება.

"1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ, ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია;

2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;

3. მზად ვართ, განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე", - აღნიშნულია დეკლარაციაში.