დუმილის დრო დამთავრდა - კვირის პალიტრა

დუმილის დრო დამთავრდა

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს. თუმცა როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის მხარს უჭერს კოალიციის ლიდერს. "ჩამოვედი იმიტომ, რომ დუმილის დრო დამთავრდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ როცა დრო მოვა, სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდება. მან ხელისუფლება ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. "ვიზრუნებთ, რომ ეს ვითომ მშენებლობა, სინამდვილეში კი ყველაფრის ნგრევა დამთავრდეს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა (ვრცლად იხ. გვ. ?, სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge).