ბრალდება ჯავახიშვილს - კვირის პალიტრა

ბრალდება ჯავახიშვილს

მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელიც შესაძლოა, "კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს". ნათია მოგელაძის უწყება ეჭვობს, რომ ამ სქემით "ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ფული მიიღო. თავად ნოდარ ჯავახიშვილი კი აცხადებს, რომ მოგელაძე "რაღაცას ურევს" და მას ივანიშვილისგან 6 მილიონი კი არა, "6 კაპიკი არ მიუღია" (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).