გუბერნატორი უკანონობაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

გუბერნატორი უკანონობაში დაადანაშაულეს

არასამთავრობო ორგანიზაცია„"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი  გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს ავტორიტეტული პირების საარჩევნოდ მობილიზაციას ავალებს.

"ეს პირები წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე სოფელში უნდა იყვნენ და არჩევნებზე მინიმუმ ათი ისეთი ადამიანი მიიყვანონ, რომლებიც ხმას აუცილებლად„ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ. ამ სამსახურის სანაცვლოდ კი ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება გარანტირებული ექნებათ.", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. კახეთის გუბერნატორმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.