მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია - კვირის პალიტრა

მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია

საქართველოში მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა სტეფან ბანდერამ "ინტერპრესნიუსში" ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის" მოწვევით იმყოფება: "ჟურნალისტები, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის დაძაბული არიან, თუმცა მათდამი ძალადობა და დაშინება, რასაც მაგალითად, კარალეთში ჰქონდა ადგილი, სხვა საკითხია".

მან მედიის წარმომადგენლებს ურთიერთსოლიდარობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ წყდება "მასთ ქერის" პრინციპის მოქმედება არჩევნების დასრულების შემდეგ. "ჩემი აზრით, ხელისუფლებას შესაძლოა, ეშინია, რომ ზოგიერთმა არხმა 2007 წელს "იმედისა" და 2003 წელს "რუსთავი 2"-ის მსგავსი სტრატეგია არ განახორციელოს. მაშინ ისინი ანტისამთავრობო არხებს წარმოადგენდნენ და ხალხის საპროტესტო განწყობის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშეს", - განაცხადა ბანდერამ (ვრცლად იხ. გვ. 12, სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).