არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს - კვირის პალიტრა

არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს

"ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი", - ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოწვევაა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისთვის. "არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა. ამ არჩევნებზე კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლება უნდა იყოს დაცული", - განაცხადა შტეფან ფულემ.