პატრიარქის მოწოდება - კვირის პალიტრა

პატრიარქის მოწოდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საარჩევნო პერიოდში ერთმანეთი არ შეურაცხყონ. "რთული პერიოდი გველოდება საქართველოში. ოქტომბრის თვეში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა, ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი  ესროლონ ერთმანეთს. მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ,  რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფვით დემოკრატიისაკენ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეკლესიას ხშირად საყვედურობენ, რატომ არ ემხრობა ან ერთ, ან მეორე მხარეს. "ჩვენ არავის მხარეს არ ვართ, ჩვენ ქვეყნის მხარეს ვართ", - ბრძანა უწმინდესმა. ამასთან, 13 ივლისს, 23-ე საყოველთაო ნათლობაზე უწმინდესის ნათლული კიდევ 510 ჩვილი გახდა (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).