ასადის დღეები დათვლილია - კვირის პალიტრა

ასადის დღეები დათვლილია

სირიელი ოპოზიციონერები მოულოდნელად ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. "სირიის თავისუფალმა არმიამ" და "ისლამის”ბრიგადამ" ჯერ დედაქალაქ დამასკოს ცენტრში აფეთქება მოაწყვეს და თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები იმსხვერპლეს, შემდეგ კი  სამთავრობო კვარტალებს შეუტიეს. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ 300-ზე მეტი კაცი დაიღუპა. სამთავრობო ჯარი მეამბოხეებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს, თუმცა დასავლეთში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის დღეები დათვლილია.