ოთარ ფაცაცია დაჭრეს - კვირის პალიტრა

ოთარ ფაცაცია დაჭრეს

ზუგდიდში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრეს. ექიმების განმარტებით, ფაცაცია საფანტით ბეჭის არეში იყო დაჭრილი, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი ვერსიით, ფაცაციას ნათესავს თოფი შემთხვევით, წმენდისას გაუვარდა. მეორე ვერსიით კი, ნათესავმა ყოფილ პრემიერს კამათისას ესროლა.