უშბაზე ალპინისტები დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

უშბაზე ალპინისტები დაიღუპნენ

მწვერვალ უშბაზე უკრაინელი ალპინისტები ჟენია ტარანიკი და დიმა ვოლოშინი დაიღუპნენ. ისინი მწვერვალიდან ბანაკში დაბრუნებისას 3.500 მ სიმაღლიდან მოწყდნენ და ნაპრალში გადაიჩეხნენ. ცხედრები მაშველებმა ორი დღის შემდგომ აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ტრაგედია დამცავი მექანიზმის დაზიანებამ გამოიწვია.