წვიმამ შატილიც დააზიანა - კვირის პალიტრა

წვიმამ შატილიც დააზიანა

შატილის კომპლექსის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა ჯერ უარყვეს, შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპედიციამ დაადასტურა. დაზიანებულია 43-ე, 44-ე და 45-ე კოშკები. უმძიმეს მდგომარეობაშია 44-ე კოშკი, რომელსაც დანგრევა ემუქრება. კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 60 ათასი ლარია გამოყოფილი და სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "კონსტრუქტორი 2012"-მა სექტემბერში უნდა დაასრულოს.