ალავერდის ტაძარი საფრთხეშია - კვირის პალიტრა

ალავერდის ტაძარი საფრთხეშია

მღვდელმონაზონ იოსების ცნობით, სტიქიამ ალავერდის ტაძარს საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, 19 ივლისს ტაძარი ორჯერ დაიტბორა, კიდევ ერთს კი ვეღარ გაუძლებს. ამის საშიშროება რეალურია, რადგან ღვარცოფმა ალავერდის წინ 2011 წელს აშენებული დამცავი დამბები ღორღით ამოავსო და ძლიერი წვიმისას ტაძარს წყლისგან ვეღარაფერი დაიცავს. მღვდელმონაზონი იოსები სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს.