"მე მიყვარს საქართველო" - კვირის პალიტრა

"მე მიყვარს საქართველო"

აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ქართული სიტყვებით დაიწყო:”"მე მიყვარს საქართველო": "ჩემთვის ძალიან  მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ, კარგად იყავით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებსა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობასა და შესაძლებლობას, აირჩიონ თავიანთი მომავალი. მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს", - წერს ჯონ ბასი.

ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩი 2009-2012 წლებში იყო. ბასს ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.