"მაესტროს" მხარდამჭერი აქცია - კვირის პალიტრა

"მაესტროს" მხარდამჭერი აქცია

მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის"”წევრებმა მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდასაჭერად სიმბოლურად თეფშების აქცია გამართეს, - "მაესტროს", "მე-9 არხისა" და "გლობალ TV"-ის სტიკერებიანი ერთჯერადი თეფშები გამოფინეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ  პლაკატები წარწერით -  SOS!

აქციის მონაწილეთა თქმით, "მაესტროს" გარშემო განვითარებული მოვლენები თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა და თუ ასე გაგრძელდა, სხვა მედიასაშუალებებსაც იგივე დაემუქრება. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "მაესტროს" სატელიტური ანტენები დააყადაღა  (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).