"ქართული ოცნების" წევრები დააკავეს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" წევრები დააკავეს

სამართალდამცველებმა თვალთმაქცური გარიგების ბრალდების მუხლით "ქართული ოცნების” წევრები: მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შაყლაშვილი დააკავეს. კაჭახიძე კონსერვატიული პარტიის წევრია. ქარდავა და შაყლაშვილი კი "ფორუმელები" არიან. პოლიციის ცნობით, ზემოხსენებული პირები თანაპარტიელებს ფულს აძლევდნენ, რომელსაც ისინი კოალიციის ანგარიშზე რიცხავდნენ. "ქართული ოცნების"ლიდერების განცხადებით, შსს-მ პარტიული ინსტრუქტაჟი დანაშაულად გაასაღა. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ კოალიციის წევრებს საქმის განხილვის დასრულებამდე ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).