"ქართული ოცნების" კანდიდატები თბილისში - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" კანდიდატები თბილისში

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთაწმინდის რაიონში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ზაზა პაპუაშვილი იყრის, ვაკის რაიონში - შალვა შავგულიძე, საბურთალოს რაიონში -  დავით უსუფაშვილი, კრწანისში - შოთა ხაბარელი, ისანში - "ქართული აკადემიის" ერთ-ერთი დამაარსებელი ნუკრი ქანთარია, სამგორში - ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, დიდუბეში - ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევში - თეა წულუკიანი, გლდანში -  მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელიც თბილისში იყრიდა კენჭს, მაგრამ ის საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).