საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯები გამოავლინეს - კვირის პალიტრა

საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯები გამოავლინეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ხელისუფლების საარჩევნოდ მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის შემთხვევები გამოავლინა. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, ასეთი ხარჯებია 25 ათას სტუდენტზე გათვლილი საზაფხულო დასაქმების პროგრამა, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, პენსიის 25%-იანი ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100%-ზე მეტით გაფართოება და სხვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აზრით, მმართველი გუნდის საარჩევნო მიზნებს ემსახურება პროექტი "ლიდერი 2012", რომლის ფარგლებშიც სტუდენტური თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ანაკლიაში 80 ათას სტუდენტს ტრეინინგები უნდა ჩაუტარონ. სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრების განცხადებით, ანგარიშს ყურადღებით შეისწავლიან (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).