დეკლარაციას 17 პუნქტი დაემატა - კვირის პალიტრა

დეკლარაციას 17 პუნქტი დაემატა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო ქცევის წესების დეკლარაციას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული 17 პუნქტი დაამატა. პუნქტები შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაუშვებლობას, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ არჩევნებში ნეიტრალიტეტის დაცვას, ძალადობის არდაშვებას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების დისკრიმინაციის აღკვეთას, მედიასაშუალებებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და სხვა საკითხებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნეს, რომ მთავარია, თავად "ნაციონალებმა" შეასრულონ დეკლარაციის პირობები.