ივანიშვილის დახმარება - კვირის პალიტრა

ივანიშვილის დახმარება

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე, სადაც 74-მილიონიანი ჯარიმა უნდა გადაერიცხა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი ლარი გადარიცხა. ივანიშვილის განმარტებით, სხვანაირად მას არ შეუძლია დაზარალებულთა დახმარება, რადგან მათთვის მედიკამენტების მიწოდებასაც კი ხელისუფლება ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩაუთვლის.

"სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო იქნება. შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს ზარალი", - აცხადებს ივანიშვილი.

ზემოხსენებულ 74-მილიონიან ჯარიმას "ქართული ოცნების" ლიდერი უკანონოდ მიიჩნევდა და გადახდას არ აპირებდა. ამის გამო სასამართლომ "ქართუ ჯგუფი" იძულებით მართვაში მოაქცია  (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).