ქვების სროლა დაუშვებელია - კვირის პალიტრა

ქვების სროლა დაუშვებელია

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიმართავს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ოპოზიციას, ყველა პარტიას, აღარ გაიმეორონ ის, რაც კარალეთში მოხდა: "ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?!" - ბრძანა  პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს ასეთი საქციელი არ ეკადრება.

"თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია", - ბრძანა უწმინდესმა. Mმისი თქმით, მტერს სწორედ ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა უნდა. ქადაგებისას ილია II-მ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება  (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).