ინდოეთს რელიგიური დაპირისპირება ემუქრება - კვირის პალიტრა

ინდოეთს რელიგიური დაპირისპირება ემუქრება

ინდოეთის პროვინცია ბოდოლენდში ბანგლადეშიდან დევნილმა მუსლიმანებმა 4 ქრისტიანი და ინდუსი მოზარდი მოკლეს. საპასუხოდ ქრისტიანებმა და ინდუსებმა ბანგლადეშელების დასახლებების დარბევა დაიწყეს, რაც მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ბოდოლენდში დაიხურა სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, სკოლები და მაღაზიები. პარალიზებულია ტრანსპორტი. ინდოეთის ხელისუფლება შიშობს, რომ რელიგიური დაპირისპირება მთელ ქვეყანას მოედება.