ალეპოში გააფთრებული ბრძოლებია - კვირის პალიტრა

ალეპოში გააფთრებული ბრძოლებია

სირიის ოპოზიციამ დედაქალაქ დამასკოსთან ერთად ქალაქ ალეპოსაც შეუტია. მათ სერიოზული ზარალი მიაყენეს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარებს და ქალაქის დიდი ნაწილი დაიკავეს. ასადმა ალეპოსკენ დამატებით ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთიდან გადაისროლა, რითიც ისარგებლეს ქურთმა მეამბოხეებმა და რამდენიმე საკვანძო ქალაქი აიღეს. ასადის არტილერია ალეპოს გააფთრებით ბომბავს. ბრძოლები გრძელდება დამასკოშიც.