ტრაგედიაში ჩინოსნები დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

ტრაგედიაში ჩინოსნები დაადანაშაულეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნით, კრიმსკის ტრაგედიაში ადგილობრივი ჩინოსნები არიან დამნაშავე. კერძოდ, ქალაქის ხელმძღვანელობა 7 ივლისის ღამეს გააფრთხილეს შტორმის შესახებ, თუმცა ხალხს არაფერი შეატყობინა. ტრაგედიის შემდეგ ჩინოსნებმა ყალბი დოკუმენტი შექმნეს, თითქოს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 7 ივლისს გამოცხადდა. დაკავებული არიან კრიმსკის მერი, კრიმსკის რაიონის ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი. დასჯას გადაურჩა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, რომელიც მოსახლეობას მომხდარში მთავარ დამნაშავედ მიაჩნია. 7 ივლისის წყალდიდობამ კრიმსკში 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.