ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ფანცულაია ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, 6 იანვარს, ქართველ ჯარისკაცებზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმისას დაიჭრა. დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე, ფანცულაიას კი ჭრილობების შედეგად კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჯარისკაცი მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა.