ტაძარზე შეთანხმება მიღწეულია - კვირის პალიტრა

ტაძარზე შეთანხმება მიღწეულია

ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავი ქვით მოპირკეთდება. ასევე, ტაძრის იატაკი და გუმბათი შუშის აღარ იქნება და მათი რეაბილიტაციისას იმ მასალას გამოიყენებენ, რითაც ტაძრის შიგნით სვეტები მოპირკეთდება. იტალიელ არქიტექტორ ანდრეა ბურნუს საბოლოო პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა მიტროპოლიტი დარწმუნებულია, პროექტში დასავლეთის მკლავი, გუმბათი და იატაკი ქვის იქნება და არა - შუშის, როგორც ეს ადრე იყო გათვალისწინებული.