ბეჟაშვილი თორდიამ შეცვალა
30-07-2012
ბეჟაშვილი თორდიამ შეცვალა
ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მოტივად ის დაასახელა, რომ სტიქიით დაზარალებულ კახელებს მისი დახმარება სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯს ვაჟკაცური უწოდა და ყოფილი გენერალური აუდიტორი კახეთში თავის საგანგებო წარმომადგენლად და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. თუმცა არსებული ინფორმაციით, ბეჟაშვილმა თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ სიღნაღში ან დედოფლისწყაროში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას. პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა თორდია დაამტკიცა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?