ბოდიში და საყვედური
30-07-2012
ბოდიში და საყვედური
პრეზიდენტის ცაიშში ვიზიტისას, იმის შიშით, რომ სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია მიხეილ სააკაშვილთან არ მისულიყო და დახმარება არ ეთხოვა, მეზობლებმა გაიტაცეს და მოგვიანებით სახლში მიიყვანეს. ინციდენტის ამსახველი კადრები მედიით გავრცელდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად ეწვია წყაბელიას, ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მას და გაჭირვებულს შორის ვერავინ ჩადგება. რამდენიმე დღის შემდეგ სტიქიით დაზარალებულ თელავში, სადაც სააკაშვილი და გიგი უგულავა სკვერს ხსნიდნენ, პრეზიდენტთან "მიუშვეს" სტიქიით დაზარალებული მარტოხელა დედა ვერიკო კობიაშვილი, რომელმაც სააკაშვილს
უსაყვედურა: "ბატონო მიხეილ, ჰკითხეთ ერთი ჩემს 5 წლის შვილს, სკვერი ურჩევნია, თუ სახურავი?" მისი თქმით, სანამ პრეზიდენტის ამ ეზოში მოსვლა არ დაიგეგმა, ისინი არავის მოუკითხავს. მიხეილ სააკაშვილი არ დაბნეულა, ქალი დაამშვიდა და საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა მთავრობის ეფექტიან მოქმედებასა და თელავის აღმშენებლობაზე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

gocha
04 აგვისტო 2012 17:04
ჩვენი პრეზიდენტი უდიდესი მსხიობია მსახიობთა შორის.ოსკარი მაგისთვის უნდა მიეცათ.მელ გიბსონი ვინაა მაგასთან შედარებით.ცალი ხელით წყაბელიას ქომაგობს, მეორე ხელით კი სხვა წყაბელიებს თავის ზონდერებს აცემინებს.ასეთი პოლიტიკით ნაცები ძალიან ცუდად დაამთავრებენ.
15
04 აგვისტო 2012 15:26
მაია წასული ხარ და კიდე არ იცი რა ხდება აქ.აქ გაცჰერება უკვე აუტანელი არის.დიქტატია დამყარებული.მიყვარს ცჰემი ქვეყანა მაგრატ.მაგრამ სჰეიდზლება აქედან გაქცევამ მომიწიოს ამ ნაცების ხელსჰი.
maia
31 ივლისი 2012 07:50
es video rom vnaxe,saertod gamiqra survili saqartveloshi dabrunebis.visze unda ixmaro dzala.ar rsxveniat?uaresia mere rosa prezidenti midis da am gasasodavebul adamians eubneba kvela gahirvebuls davisavo.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?