სოფრომაძე დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

სოფრომაძე დაჰკითხეს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრ ზაზა სოფრომაძის დაკითხვა პროკურატურაში დაახლოებით 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სოფრომაძე დაკითხვაზე დილის 04:00 საათზე პოლიციელებმა წაიყვანეს. მისი ინფორმაციით, გამომძიებლის კითხვები მის 8 წლის წინანდელ სამსახურს ეხებოდა. სოფრომაძე 2004-2006 წლებში სოციალური დაზღვევის ფონდის ხელმძღვანელი იყო. სოფრომაძის განცხადებით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა და ყველა კითხვას უპასუხა. ზაზა სოფრომაძე 2006 წელს ფინანსურმა პოლიციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სოფრომაძე დღემდე ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელია. ის ასევე პრობაციონერია. ბურჯანაძემ სოფრომაძის დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, - დასტურდება, რომ საქართველოში ნეობოლშევიკური რეჟიმია (ვრცლად იხ. გვ. 11, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).