სოლიდარობა "მაესტროს" - კვირის პალიტრა

სოლიდარობა "მაესტროს"

25 ივლისს პარლამენტის წინ ტელეკომპანია "მაესტროსადმი" სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა - მედიასაშუალებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები თუ რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო სატელიტური თეფშები წარწერით - "იძებნება" და სიმბოლურად - ერთჯერადი თეფშები. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ სატელიტურ თეფშს დააწერეს საკუთარი სახელები და გვარები და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნეს. აქციამდე ორი დღით ადრე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას "მაესტროს" მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, "მაესტროს" თემა ხელისუფლებისთვის დემოკრატიის ტესტია. "მაესტროს" მხარდამჭერი აქციები გაგრძელდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).