დიპლომატები კანონს არღვევენ - კვირის პალიტრა

დიპლომატები კანონს არღვევენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს საელჩო ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობს. კერძოდ, საელჩოს მეორე მდივანმა ხათუნა ოყროშიძემ ელექტრონული წერილით ამერიკელ ექსპერტებს გაუგზავნა "ასავალ-დასავალის" სტატიის თარგმანი, რომელშიც ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად იყო მოხსენიებული. ოყროშიძემ იქვე მიუთითა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გაზეთია. ასევე, ექსპერტებმა მიიღეს ამონარიდები კოალიციის წევრ "მრეწველების" წარმომადგენლების განცხადებებიდან და ოყროშიძის განმარტება, რომ ეს პარტია ნატოში შესვლას ეწინააღმდეგება და საქართველოში ბელორუსიის ტიპის დახურული ეკონომიკის შექმნა სურს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საგარეო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან კანონი დიპლომატებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ავალდებულებს.