საბიუჯეტო ცვლილებები დამტკიცდა - კვირის პალიტრა

საბიუჯეტო ცვლილებები დამტკიცდა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად, 89 ხმით, დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 19 ივლისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 162 მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ხარჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, რომლებშიც ეპიდემიებისა თუ სტიქიური უბედურებების შემთხვევისთვის 100 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო მობილიზებული. ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ფონდებიდან ფული გასართობ ღონისძიებებსა და უაზრო პროექტებში დაიხარჯა. ოპოზიციამ დეტალური ხარჯების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო, უმრავლესობამ კი ისინი დაზარალებულების ხარჯზე ქულების დაწერაში დაადანაშაულა.