ივანიშვილმა 80 მილიონი გადარიცხა - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა 80 მილიონი გადარიცხა

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა და სრულად გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა. ამ ჯარიმას ივანიშვილი უკანონოდ მიიჩნევდა და მისი გადახდა 19 ივლისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაწყვიტა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რადგან დამატებითი შემოსავალი გამოუჩნდა, კეთილი ინებოს და სრულად აუნაზღაუროს მოსახლეობას მიყენებული ზარალი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" გააკონტროლებს, რომ დახმარება მხოლოდ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს არ შეხვდეს. ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ "ქართუ ჯგუფს" ყადაღა მოეხსნა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).