IRI-ს კვლევა - კვირის პალიტრა

IRI-ს კვლევა

NDI-ს შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა. კითხვაზე, - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, - რესპონდენტთა 43% პასუხობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", 24% - "ქართულ ოცნებას", 7% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

ასევე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 24% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 7% გიორგი თარგამაძეს. გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია სარგებლობს. მას რესპონდენტთა 94% ენდობა, მეორე ადგილზეა არმია - 89%, მესამეზე - პოლიცია - 88%.