IRI-ს კვლევა
30-07-2012
IRI-ს კვლევა
NDI-ს შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა. კითხვაზე, - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, - რესპონდენტთა 43% პასუხობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", 24% - "ქართულ ოცნებას", 7% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

ასევე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 24% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 7% გიორგი თარგამაძეს. გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია სარგებლობს.
მას რესპონდენტთა 94% ენდობა, მეორე ადგილზეა არმია - 89%, მესამეზე - პოლიცია - 88%.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები