"მოსახლეობა პოლიტიზებული გახდა" - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა პოლიტიზებული გახდა"

"საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა. პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება. თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მამული, ენა, სარწმუნოება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა. "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" - ეს სიტყვები თითქმის არასოდეს სრულდება. დღეს შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ველაპარაკებით, ეს ხომ სირცხვილია", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას. უწმინდესმა მწუხარება გამოთქვა, რომ ხანდახან პრესა სავსეა სასულიერო პირებთან დაკავშირებული განცხადებებით, - "ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა. გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაჰყოფთ ხალხს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).